"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის და პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ჯანელიძის 2025 წლის 20 მაისის N12175/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.
3. კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
ა) საქართველოს ორგანულ კანონს “საქართველოს შრომის კოდექსს“;
ბ) საქართველოს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ;
გ) თსუ-ს პერსონალის მართვის დებულება.
4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT, OUTLOOK.
5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):
ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
ბ) შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე
გ) დავალების შესრულების ხარისხი
დ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
ე) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ვ) გუნდური მუშაობის კულტურა
ზ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
თ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ი) ინიციატივის გამოვლენა
კ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
ლ) კომუნიკაბელურობა
მ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.
7. სტაჟიორის ფუნქცი- ვალდებულებებია:
1. გაეცნოს პერსონალის მართვის დეპარტამენტის და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების დამუშავებაში.
2. გაეცნოს დეპარტამენტის დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა);
3. შეისწავლოს პერსონალის მონაცემების პროცესის მართვა, განახლება და დამუშავება სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (Excel-ში, HRM სისტემაში და სხვადასხვა ბაზებში),
4. უზრუნველყოს პერსონალის პირადი საქმის გაციფროვნება და სისტემაში მოყვანა, ფაილების დაჯგუფება და მათი დაარქივება.
5. შეისწავლოს სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება: შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებების პროექტები, ცნობები და სხვა;
6. მონაწილეობა მიიღოს პერსონალის შესახებ მონაცემების შეტანა-განახლებაში: - სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში, თსუ პერსონალის მონაცემთა ბაზაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესორ-მასწავლებელთა რეესტრში.
7. მოამზადოს და წარადგინოს ხელმძღვამელის მიერ მითითებული დავალება დანიშნულებისამებრ ვადების დაცვით,
8. მონაწილეობა მიიღოს .თსუ სტრუქტურული ერთეულებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაში.
9. მოამზაადოს კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპოდენციაზე წერილობითი პასუხები.
10. გაუწიოს თსუ პერსონალს სხვადასხვა მომსახურება - მოთხოვნის შესაბამისად ცნობების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანიშნულებისამებრ წარსადგენად მომზადება, კონსულტაციების გაწევა მათთვის საჭირო საკითხზე კომპეტენციების ფარგლებში, სარეგისტრაციო ბარათების დამზადება-გადაცემა, სადაზღვევო ბარათების გადაცემა და ა. შ.
11. შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის დებულებით და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე;
6. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განაცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ) CV;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე) უცხოენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).
7. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 19 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით.
8. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტი განხილვის საფუძველზე (სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს). ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
9. სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება 3 (სამი) თვე. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვრება თვეში 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.
10.კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტაზე. შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.
11. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის 19 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
12. ინფორმაცია ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტში სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.
13. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 10 ივლისისა.
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე